“იაკობი-177”

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე პირველ და მეორე მეოთხე კლასებში (დამრიგებლები: ირმა ფხაკაძე, ეკა ქართველიშვილი) იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული – “იაკობი-177″გაიმართა. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: “ვკითხულობთ გოგებაშვილს”, “ხელის ჩუქურთმა”, “ვინ უკეთ?”, კინოჩვენება “იავნანამ რა ჰქმნა”, ქართული საბავშვო წიგნის დღესთან დაკავშირებით შეიქმნა ხელნაკეთი წიგნი. 26-27 ოქტომბერს სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტის დასკვნითი ღონისძიებები, სადაც მოხდა კვირეულის შეჯამება. მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები და ისაუბრეს გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დორექტორი, პედაგოგები, ბიბლიოთეკარი და მშობლები.

“იაკობი-177”

11