სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეორე კლასში, დამრიგებელი ია შავგულიძე ჩატარდა ღია გაკვეთლი ქართულ ენაში. თემა: “ფეფოს დაბრუნება”-გზაზე.
გაკვეთილის მიზანი: ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენება, მხატვრული ტექსტის წაკითხვა და შინაარსის გადმოცემა, ნაწარმოების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა. საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი, პარალელების გავლება სხვა ტექსტებთან და პერსონაჟებთან. ბავშვებს სტუმრად ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ფეფო ესტუმრათ. გაიხსენეს წინა წლებში შესწავლილი ფეფოს თვისებები. საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეადგინეს წინადადებები. პედადოგმა “მეგობრული კითხვა” უფროსკლასელი გუჯა ბელთაზესთან ერთად წარმართა. კლასმა გამოიყენა მეთოდი “სოკრატისეული სემინარი”, შეავსეს პერსონაჟის რუკა და “მოვლენათა ჯაჭვი”. იმუშავეს ჯგუფებში, გაავლეს პარალელები სხვა ტექსტებთან, პერსონაჟებთან.