სტუმრად ფიზიოლოგიის მუზეუმში
2017 წლის 8 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარ ოსკოლის მესამე მეორე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაკა კინწურაშვილი) იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის მუზეუმში სადაც მოსწავლეებს შეხვდა და დიდი სიხარულით უმასპინძლა ამავე მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა გიულირ რუხაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცხოველების, ფრინველების ფიტულები, ადამიანის ჩანასახის პათოლოგიური ფორმები, მკერდით და ხერხემლით შეზრდილი ინდივიდები, მოსწავლეების აღფრთოვანება გამოიწვია ზღვის ბინადრებმა. აღსანიშნავია რომ ფიზიოლოგიის მუზეუმის დირექტორს ქალბატონ გიულის განსაკუთრებული ურთიერთობები და მოგონებები აკავშირებს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დამაარსებელ ქალბატონ მარიამ ყაუხჩიშვილთან. მუზეუმის შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს უნივერსიტეტის სტამბაში სადაც გაეცნენ სტამბის მუშაობის წესებს, დააკვირდნენ წიგნის გამრავლების, ასლის შექმნის, ბეჭვდის, აკინძვის და ყდის დამზადების პროცესებს. სტამბის ხელმძღვანელმა ბავშვებს სამახსოვროდ გადასცა ამავე უნივერსიტეტის ახლადდაბეჭდილი წიგნი “უნივერსიტეტის მაცნე”. ბავშვები ეწვივნენ არსენ იყალთოელის ტაძარს და მოინახულეს მამა სვიმეონი.