2017 წლის 11 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პრაქტიკული სამართლის შემაჯამებელი შეხვედრა. სადაც სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ასევე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. პრაქტიკული სამართლის კურსებს ორგანიზებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის კორპუსი უწევდა. აღნიშნული ტრენინგები რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდება ჩვენს სკოლაში, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და დიდი გამოცდილებაც მიიღეს.