2017 წლის 4 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ორგანიზებული “ევროპის დღე 2017” გაიმართა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, პარლამენტის წევრები და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები . აქტივობაში “ჩემი ევროპული თავგადასავალი” მონაწილეობას იღებდა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები,სულ 150 მოსწავლე, მათ შორის სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეთერთმეტე მეორე კლასის მოსწავლეების ორი გუნდი (დამრიგებელი ირინა ჯინჯიხაძე) 1) “ცამეტი ვარსკვლავი” – წევრები – დავით კაპანაძე, ლევან ლანჩავა, გიორგი დანელია, საბა მეფარიშვილი, მარიამ გელაშვილი, ნატა ჩართოლანი, თეკლა ლაბაძე, თამარ გაგოშიძე, მარიამ აბრამალაძე, ნიკა ხურციძე. 2) “იბერიელები” – წევრები – ასლან ონიანი, თორნიკე ცხვირავაშვილი, ლუკა ღვალაძე, სანდრო ტყავაძე, ანანო თუთბერიძე, თამარ ბრეგაძე, ანა დანელია, ბელა ბოჭორიშვილი, ვიკა ზალკანიანი და დავით კაპანაძე. გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს. მე-3 ადგილი დაიკავა გუნდმა “ცამეტი ვარსკვლავი”, ხოლო მე-4 ადგილი დაიკავა გუნდმა “იბერიელები”. გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვხა წინააღმდეგობის დაძლევით ინფორმაციის სწრაფად მოპოვებაში,გუნდებს უნდა მოეპოვებინათ თითოეულ სთეიშენზე მდებარე ვარსკვლავები რომლითაც უნდა აეწყოთ ევროკავშირის თორმეტ ვარსკვლავიანი დროშა. თითოეულ სთეიშენზე იყო სააზროვნო საკითხები და ფიზიკური დავალებები.