2017 წლის 2 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე პირველი კლასის მოსწავლეები და მშობლები (დამრიგებელი მედეია ადეიშვილი) შეუერთდნენ “გვირილობის” დღესასწაულს, მათ წარმოადგინეს სპექტაკლი “პინოქიო”, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მშობლები და პედაგოგები. მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დამზადებული თოჯინებით სცენაზე გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. სპექტაკლის ბოლოს განახორციელეს აქტივობა “ცხელი სკამი”. პინოქიოს როლის შემსრულებლებმა უპასუხეს მოსწავლეთა კითხვებს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დამოძღვრეს პატარები.