News

სკოლის ჰიმნი

2017 წლის 25 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის კედლები კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ახმაურდა, გაჟღერდა მე-17 სკოლის ჰიმნი, რომელიც შექმნა ჩვენი დროის დიდმა ქართველმა კომპოზიტორმა, ხელოვნების ქურუმმა , ქართული კულტურის მოამაგემ ქალბატონმა მარიკო კვალიაშვილმა, ფატი დვალიშვილის ტექსტზე,ჰიმნი შაეასრულა სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ქალბატონ ნუნუ სეხნიაშვილის დირიჟორობით, ფასდაუდებელია ის რომ ქალბატონი მარიკო თავად აკვირდებოდა და ხელმძღვანელობდა ჰიმნის ჩაწერის პროცესს, რისთვისაც ის სპეციალურად რამდენიმე დღით ჩამობრძანდა ქუთაისში.განსაკუთრებული ბრწყინვალება , საზეიმო და სადღესასწაულო ელფერი ამ დღეს თავად კომპოზიტორის სტუმრობამ შემატა, რომელსაც საოცარი სიყვარულით, ემოციებით, სითბოთი,ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდა მთელი საზოგადოება. საპატიო სტუმარს სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოუდგინეს კომპოზიცია “ცოტა კივევ მოითმინე გულო”, კომპოზიციის ავტორი გახლდათ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზა მებურიშვილი.მამა შვილმა ნოშრევან და ბარბარე ანთიებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერა, ხევსურული ცეკვა შეასრლა მე-6 კლასის მოსწავლემ ლუკა კუხიანიძემ, საფორტეპიანო ნაწარმოები შეასრულა მე-10 კლასის მოსწავლემ თამარ ხურციძემ. ღონისძიების დასასრულს სკოლის მოსწავლეთა გუნმდა შეასრულა მერაბიშვილის “ჯეჯილი”, დემურიშვილი “შენ საქართველო”, მარიამ კვალიაშვილი – “ჰიმნი მეჩვიდმეტე სკოლას”- აკომპანიმენტს უწევდა ნანა ყურაშვილი. სკოლის პედაგოგმა თამილა ჯავახაძემ შეასრულა ინოლა გურგულიას სიმღერა “ადამიანი” ღონისძიება დასრულდა ულამაზესი ფეიერვერკით. ძვირფასო მეგობრებო კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ განსაკუთრებულ- ისტორიულ მოვლენას მე-17 საჯარო სკოლის ჰიმნს, მრავალჟამიერ ჟღერდეს იგი