2017 წლის 20 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები: ქალბატონი ლია ნოზაძე, ბატონი ზურაბ არჩვაძე, დოქტორანტი გიორგი შავლაყაძე და მაგისტრი ირაკლი ჯაფარიძე. სტუმრებმა მეშვიდე მეორე , მეთერთმეტე მეორე, მეათე პირველ და მეათე მეორე კლასებში ისაუბრეს ფრანგულ ლიტერატურაზე. მეათე პირველი კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის პედაგოგ რუსუდან ქემოკლიძის ხელმძღვანელობით სტუმარს იაკლი ჯაფარიძეს წარმოუდგინეს პრეზენტაცია გეოგრაფიაში რომელიც ეხებოდა საფრანგეთის მდებარეობას, მოსახლეობას, სახელმწიფო წყობას, ეკონომიკას და ღირსშესანიშნაობებს. პრეზენტაციის შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა ირაკლი ჯაფარიძემ მიმოიხილა ონორე დე ბალზაკის “შაგრენის ტყავი”. მეთერთმეტე მეორე კლასში ფრანგული ლიტერატურის ასოცირებულმა პროფესორმა ქალბატონმა ლია ნოზაძემ წაიკითხა ლექცია რომენ როლანსა და მის შემოქმედებაზე. მეათე მესამე კლასში დოქტორანტმა გიორგი შავლაყაძემ ისაუბრა შატო ბრიანსა და მის შემოქმედებაზე, გაავლო პარალელები ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებასთან. მეშვიდე მეორე კლასმა დამრიგებელი რუსუდან ქემოკლიძე ხელოვნების მასწავლებელი ნათია მარუაშვილი წარმოადგინეს პრეზენტაცია იმპრესიონიზმზე, რომლის შემდეგ პროფესორმა ზურაბ არჩვაძემ ისაუბრა ფრანგულ სატრფიალო პოეზიაზე.