“ბიზნეს-უნარ ჩვევები”
2017 წლის 20 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ფინკა ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ Gpried-ისა და მისი პარტნიორი კომპანიის ჯუნიორ ეჩივმენტის პროექტის “ბიზნეს-უნარ ჩვევების” ფარგლებში პირველი გაკვეთილი ჩაატარა მეექვსე მეორე კლასში. გაკვეთილზე განხილული იქნა თემები: მეწარმეობა, ბიზნესი, საქონელი, მოგება და ა.შ. მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა ბიზნეს-იდეები და მოიფიქრეს საინტერესო რეკლამები. ფინკა ბანკმა კლასს საჩუქრად გადასცა წიგნები, კალმები და ფერადი ფანქრები.