სტუმრად ფინკა ბანკში
2017 წლის 31 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეექვსე მეორე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თეონა აბრამიშვილი) სტუმრად იმყოფებოდნენ ფინკა ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, სადაც ბანკის მენეჯერმა ნინო ამყოლაძემ მოსწავლეებს გააცნო ყველა თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ბანკის საქმიანობით, დასვეს შეკითხვები, რომლებზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. შეხვედრის ბოლოს ბანკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო წიგნები და ფლაერები.