![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/17637087_1328822183872256_1057693960994719075_o.jpg)
“რატომ იცვლის ცა ფერს?”
2017 წლის 3 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეექვსე პირველ კლასში ჩატარდა გაკვეთილი G-PRIED-ის პროგრამის ფარგლებში (მასწავლებელი ნანა ხაჭაპურიძე). მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო საინფორმაციო ტექსტს “რატომ იცვლის ცა ფერს?”, რომელმაც მათი დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწაზე ფერების წარმოქმნის შესახებ; გაეცნენ მეცნიერებს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს აღნიშნული საკითხის მეცნიერულად დასაბუთებაში. გაკვეთილს ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია და ახალგაზრდა მასწავლებელი ნინო გეწაძე.