ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები
2017 წლის 24 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეათე პირველი კლასის (დამრიგებელი მანანა ტყეშელაშვილი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნარგიზა მებურიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები, ბეჭდური გამოცემები და თარგმანები. სკოლის ბიბლიოთეკარმა, ქალბატონმა მზია გველესიანმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკაში დაცული პოემის ძველი და უახლესი გამოცემები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული საინტერესო მასალა და წაიკითხეს პოემიდან ნაწყვეტები ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ხუთენოვანი გამოცემა ახლახან უსახსოვრა ბიბლიოთეკას სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირინე ჯგერენაიამ.