სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-11 კლასის ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლეს ელენე სვანიძეს ყველა იცნობთ  მინდა სიხარულით გაუწყოთ რომა იგი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია. 2017 წლის 14 მარტს საქართველოს მაშტაბით გამოვლინდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX)-ის გამარჯვებულები, პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.კონკურსში წელს სსიპ ქუთაისის #17 საჯარო სკოლიდან მონაწილეობა სწორედ ელენემ მიიღო ( დამრიგებელი ირინე ჯიჯნიხაძე). (ინგლისური ენის მასწავლებელი თეა ბარდაველიძე), მან წარმატებით გადალახა პროექტის ყველა საფეხური და იგი მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლით სასწავლებლად,ელენეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამერიკის კულტურას, ისწავლოს ამერიკის სკოლაში და იცხოვროს მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.ამასთანავე მას უდიდესი მისია აქვს იყოს საქართველოს დესპანი ამ დიდი ქვეყანაში.ვულოცავთ ელენს, მის ოჯახს, პედაგოგებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს, თვალს გვადევნებს და უხარია ჩვენი წარმატება, აღსანიშნავია , რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად იმავე პროგრამით იმყოფება ჩვენი სკოლის მე-10კლასის მოსწავლე გიორგი ხუციძე