2017 წლის 2 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV-1 კლასში (დამრიგებელი: ნანა მესხაძე)  ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე: ვაჟა-ფშაველას ,,ის კი არ არის ბიჭობა“. მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ ტექსტის წაკითხვა- გაგება-გააზრება, ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, ტექსტის ძირითადი თვისებების გამოკვეთა და მათი დახასიათება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა პროექტ GPRIED-ში არსებული სხვადასხვა აქტივობები: გონებრივი იერიში, ვარაუდების გამოთქმა, ინტელექტი,გამომგონებელი, კითხვის სტრატეგიები, ხუთსტრიქონიანი ლექსი, წერა-ქარგა.