სტუმრად ფრანგული დელეგაცია
2017 წლის 22 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას სტუმრობდა ფრანგული დელეგაცია: საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე თარჯიმანთან ერთად, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ჟან-ივ ლავუარი, საუნივერსიტეტოს და სამეცნიერო ურთიერთობების ატაშე ბატონი ტერი ბურტე დათანამშრომლობის ატაშე ქალბატონი მატილდ კომე. სკოლის დირექტორთან ქალბატონ ირინე ჯგერენაიასთან ერთად მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, ერთობლივ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ახლო მომავალში იგეგმება,კერძოდ საუბარი შეეხო ფრანგული ენის შემსწავლელი ცენტრის დაფუძნებასა და სტრასბურგის ერთ-ერთი საშუალო სკოლის, მე-17 საჯარო სკოლასთან დამეგობრებას.ელჩმა სკოლას წიგნების კრებული გადასცა. ბატონმა პასკალ მენიემ დაათვალიერა ორიგამების გამოფენა, მონაწილეობა მიიღო სახალისო ცდებში, გაეცნო მოსწავლე გამომგონებლების მიერ შექმნილ მაგნიტური ლიფტის მოედლს.სტუმრები დააკვირდნენ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა აქტივობებს ფრანგულ ენაში და იხილეს თოჯინური წარმოდგენა