ღია გაკვეთილი რუსულ ენასა და ლიტერატურაში
2017 წლის 23 თებერვალს მე-7 მესამე კლასში(დამრიგებელი მაყვალა ანანოვი) ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენასა და ლიტერატურაში, (პედაგოგი ქეთევან ხაზარაძე)გაკვეთილის თემა ზამთარი და ყველიერის კვირის დამახასიათებელი ტრადიციები იყო, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაცია, საინტერესოდ ისაუბრეს შენდობის კვირაზე და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.