ინგლისური ენის გაკვეთილი
2017 წლის 6 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის XI კლასში ჩატარდა ინგლისური ენის გაკვეთილი (მასწავლებელი თეა ბარდაველიძე) თემაზე: “საით მიდის გზა”. გაკვეთილი ეფუძნებოდა აქტუალურ საკითხს – ტრადიციული ბულინგი და კიბერბულინგი. მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება ბულინგის სხვადასხვა სახეებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე, შეადარეს ტრადიციული ბულინგი და კიბერბულინგი, ისაუბრეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე. იხილეს ნაწყვეტი ფილმიდან “ტბა”. მოსწავლეებმა იმსჯელეს ფილმის მთავარი მოქმედი გმირის ზურას ექსტრემალურ ქცევაზე. საზოგადოებამ გაწირა ზურა, ბულერად და აგრესორად აქცია, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლეებმა თანადგომა გამოუცხადეს მას. ეს არის თაობა, რომელიც არასოდეს მიატოვებს გაჭირვებაში მყოფს. მოსწავლეებმა ზურას უჩვენეს გზა, რომელიც არა ტბის ფსკერისკენ მიემარტება თევზებთან, არამედ სიყვარულისაკენ, სიცოცხლისაკენ და თანადგომისაკენ. გარდა ამისა ნაჩვენები იქნა მეორე ფილმის ნაწყვეტი “კიბერაგრესორი”. 14 წლის ტეილორი ხდება კიბერბულინგის მსხვერპლი, მაგრამ მშობლის დროულად ჩარევამ და მისმა თანადგომამ გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენ კი გვიჩვენა გზები თუ როგორ დავიცვათ თავი კიბერაგრესორისგან.