“ეფექტური კომუნიკაცია”
2017 წლის 7 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის II-4, II-5 და III-4 კლასების მშობლებს დამრიგებლებმა: თამარ გოგატაძემ, ხათუნა გუმბერიძემ და ეკა მეძმარიაშვილმა ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე : “ეფექტური კომუნიკაცია”. ტრენინგი ოთხსაათიანი იყო და შეიცავდა როგორც საინტერესო თემებს: “ეფექტური კომუნიკაციის რაობა, სახეები“, “მეგობრული ურთიერთობის დინამიკა“, „ჩვენები,“, „სხვები“ და სტიგმა“, „კონფლიქტი და მისი მოგვარების ხერხები“ , „მშობელთა ჩართულობის აუცილებლობა“ , ასევე მეტად ეფექტურ მრავალფეროვან აქტივობებს და ენერჯაიზერებს.
ტრენინგის მიზანი იყო მშობლების ინფორმირება ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სკოლაში, რადგანაც როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, კომუნიკაცია ეფექტურია მასწავლებელსა და მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს და მოსწავლესა და მშობელს შორის, მოსწავლეებს უკეთესი მიღწევები აქვთ, უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილნი და საკუთარი თავის და შესაძლებლობების მეტი რწმენა აქვთ, გამოირჩევიან უკეთესი ქცევით, უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ მასწავლებლებთან და ოჯახის წევრებთან.
ტრენინგი მეტად ნაყოფიერად ჩატარდა. მშობლებმა გამოთქვეს კმაყოფილება ტრენინგთან დაკავშირებით, დიდი ინტერესით მოისმინეს თემები, აქტიურად ჩართვნენ დისკუსიებში, ჯგუფურ სამუშაოებში, აქტივობებში. ისურვეს რომ მომავალშიც ჩატარდეს მსგავსი ტრენინგები, რადგანაც ეს ერთ-ერთი ეფექტური გზაა სკოლასა და ოჯახს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და მოსწავლეების სამომავლო წარმატებებისა.