,,საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში“
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ინიციატივით 2017 წლის 6-7 თებერვალს ჩატარდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პედაგოგთა მე-2 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში“. კონფერენცია გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში,კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა სსიპ ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ხათუნა ჩხეტიანი. კომისიას წარმოადგენდნენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორები,ბატონები: ს.კუპრაშვილი, გ.ტყეშელაშვილი, გ.მურუსიძე,ქუთაისის არქივის დირექტორი ბატონი მ.კეზევაძე,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები: მ.გვენეტაძე,მ.მურუსიძე. დარბაზში კონფერენციას ესწრებოდნენ ქუთაისის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
8 თებერვალს, უდიდესი ქართველი მეფის წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, კონფერენციაში მონაწილე პედაგოგები გელათის აკადემიის შენობაში დაჯილდოვდნენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სერთიფიკატებით და სამახსოვრო ლიტერატურით.დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბ.ტ.-ნი პაატა ნადირაძე,ჩოხოსნები,კონფერენციის კომისიის წევრები და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტები.