2017 წლის 24 იანვარს სსიპ ქ.ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის 24 -25 კლასებში (დამრიგებლები: თამარ გოგატაძე და ეკა მეძმარიაშვილი) ჩატარდა ერთობლივი, თავისუფალი  გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის მიზანი იყო კლასებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; წიგნის კითხვის პოპულარიზაცია; ტექსტის წაკითხვა/გაგება/გააზრება და ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა. გაკვეთილის თემად აღებულ იქნა არაპროგრამული მასალა, ერთ-ერთი ზღაპარი „თომთეს ჩამოსვლის ამბავი“ , გიორგი კეკელიძის წიგნიდან „თომას ზღაპრები“. თემა უკავშირდებოდა ამ კლასებში ჩატარებულ პროექტს „სიტყვის კაცი“  და ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა ამ პროექტისას.

ჯგუფებად დაყოფილმა კლასებმა გამოცანების და მინიშნებების დახმარებით, თავად გამოიცნეს გაკვეთილის თემა; ჯადოსნური ყუთიდან მათ ესტუმრათ ჯუჯა თომთე და ბუ ბაიბურა. მათი გაცნობა მოხდა მინი სპექტაკლის დახმარებით, რომელიც თავად პედაგოგებმა გაითამაშეს. GPRIDE -ის მასალების გამოყენებით, (სქემები; აქტივობის ბარათები, ფერადი ჩხირები; ჯადოსნური ყუთ, ახალი სიტყვების კედელი) გაკვეთილი უფრო მრავაფეროვანი და სახალისო გახდა და ტექსტის გაგება/გააზრება უფრო მარტივი.

ბავშვებს ძალიან მოეწონათ მოსმენილი ზღაპარი და თავად დააკავშირეს სახელმძღვანელოში ნასწავლ მასალათან „სიტყვის კაცი“. გამოთქვეს სურვილი, გაიცნონ ნაწარმოების ავტორი და მისი შემოქმედება უფრო ვრცლად.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის ბიბლიოთეკარი: მზია გველესიანი და პედაგოგები: ნათია გიორგიძე, ხათუნა გუმბერიძე, ეკა ქართველიშვილი.

მზია დეიდა დაჰპირდა ბავშვებს, რომ საშინაო დავალებად მიცემულ შთაბეჭდილებების ფურცლებს გადასცემს სიტყის კაცს, რამაც პატარების აღფრთოვანება გამოიწვია.

16216322_707054322804688_136288929_n  16237622_707054139471373_1015896452_n

16238027_707054126138041_273187314_n  16237630_707054219471365_424416917_n

16237478_707054152804705_628239708_n  16237281_707054309471356_2031109625_n