„თომთეს ჩამოსვლის ამბავი“
2017 წლის 24 იანვარს სსიპ ქ.ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის 24 -25 კლასებში (დამრიგებლები: თამარ გოგატაძე და ეკა მეძმარიაშვილი) ჩატარდა ერთობლივი, თავისუფალი გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის მიზანი იყო კლასებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; წიგნის კითხვის პოპულარიზაცია; ტექსტის წაკითხვა/გაგება/გააზრება და ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა. გაკვეთილის თემად აღებულ იქნა არაპროგრამული მასალა, ერთ-ერთი ზღაპარი „თომთეს ჩამოსვლის ამბავი“ , გიორგი კეკელიძის წიგნიდან „თომას ზღაპრები“. თემა უკავშირდებოდა ამ კლასებში ჩატარებულ პროექტს „სიტყვის კაცი“ და ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა ამ პროექტისას.
ჯგუფებად დაყოფილმა კლასებმა გამოცანების და მინიშნებების დახმარებით, თავად გამოიცნეს გაკვეთილის თემა; ჯადოსნური ყუთიდან მათ ესტუმრათ ჯუჯა თომთე და ბუ ბაიბურა. მათი გაცნობა მოხდა მინი სპექტაკლის დახმარებით, რომელიც თავად პედაგოგებმა გაითამაშეს. GPRIDE -ის მასალების გამოყენებით, (სქემები; აქტივობის ბარათები, ფერადი ჩხირები; ჯადოსნური ყუთ, ახალი სიტყვების კედელი) გაკვეთილი უფრო მრავაფეროვანი და სახალისო გახდა და ტექსტის გაგება/გააზრება უფრო მარტივი.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ მოსმენილი ზღაპარი და თავად დააკავშირეს სახელმძღვანელოში ნასწავლ მასალათან „სიტყვის კაცი“. გამოთქვეს სურვილი, გაიცნონ ნაწარმოების ავტორი და მისი შემოქმედება უფრო ვრცლად.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის ბიბლიოთეკარი: მზია გველესიანი და პედაგოგები: ნათია გიორგიძე, ხათუნა გუმბერიძე, ეკა ქართველიშვილი.
მზია დეიდა დაჰპირდა ბავშვებს, რომ საშინაო დავალებად მიცემულ შთაბეჭდილებების ფურცლებს გადასცემს სიტყის კაცს, რამაც პატარების აღფრთოვანება გამოიწვია.