![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/16251813_1261401853947623_2617567568465408108_o.jpg)
სტუმრად მარიკა კვალიაშვილთან
2017 წლის 20 იანვარს ქართველი საზოგადოებისათვის საყვარელ , უნიჭიერეს კომპოზიტორსა და შემოქმედს ქალბატონ მარიკა კვალიაშვილს ვესტუმრეთ,შედგა გულთბილი მიღება, გულწრფელი საუბარი და ქალბატონი მარიკას ინიციატივა- სამომავლო პროექტი.საჩუქრად თხზულებების კრებულიც გადმოგვცა, რომელშიც ქალბატონი მარიკას სულიერი სამყარო კიდევ უფრო მეტად არის გახსნილი, მისი შემოქმედება , როგორც წიგნის რედაქტორი ფილოლოგიის დოქტორი ქალბატონი ნანა ფხაკაძე აღნიშნავს,სავსეა ღვთისადმი მოწიწებით, სიცოცხლის სიყვარულით, ბუნების ტრფიალით, ადამიანის თანაგრძნობით, მართლაც ის ფიქრის ემოციის , სილამაზის კომპოზიტორიცაა.