სტუმრად ექსპერიმენტორიუმში
2017 წლის 20 იანვარს ექსპერიმენტორიუმში სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, ექსპონატები დაათვალიერეს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის იდრექტორმა ირინე ჯგერენაიამ, პედაგოგებმა ირინა კუდრიავცევამ, ნუნუ სეხნიაშვილმა.ექსპერიმენტორიუმი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმია, სადაც ფიზიკის 80ინტერაქტიული ექსპონატია წარმოდგენილი, მნახველებს გარდა ექსპონატების დათალიერებისა საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ცდების ჩატარებაში.მუზეუმი საგანმანათლებლო ხასიათისაა და ბავშვებს საბუნებისმეტყველო საგნების კიდევ უფრო დიდ სურვისლ გაუჩენს. ღია კარის დღე ემსახურებოდა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისათვის მ უზეუმის ფუნქციონირებისა და მუშაობის პრინციპების გაცნობას.