„ჯანსაღი კვება“
2016 წლის წლის 8 დეკემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-2 მეხუთე კლასში (დამრიგებელი: ეკა მეძმარიაშვილი) ჩატარდა პროექტი ბუნებისმეტყველებაში სახელწოდებით „ჯანსაღი კვება“. პროექტი მიზნად ისახავდა პატარებში ჯანსაღი კვების მნიშვნელობის და აუცილებლობის დანერგვას. ამ მიზნით კლასი დაიყო ჯგუფებად და დაურიგდათ მრავალფეროვანი დავალებები. ერთ ჯგუფს უნდა მოეხდინა ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების კლასიფიკაცია; მეორე და მესამე ჯგუფს წილად ხვდათ პრეზენტაციების მომზადება ჯანსაღ და არაჯანსაღ კვებაზე. მეოთხე ჯგუფს კი დაევალა გაერკვია მეზობელ კლასებში რამდენად ჯანსაღად იკვებებოდნენ მათი თანატოლები. სტუმრობის დროს, მონაცემების შეგროვებასთან ერთად ისინი თანატოლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ჯანსაღ კვებაზე. ჯგუფებმა დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი და აქტივობა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.მიზნები რომელიც ამ აქტივობით დავისახე, კერძოდ: საგნობრივი ცოდნის მრავალფეროვნად და ეფექტურად მიწოდება, ასევე თანამშრომლობის უნარებისა და ეფექტური კომუნიკაციის განვითარება კლასში, მიღწეულ იქნა.მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტის განხორციელების დროს თითოეული მონაწილის შესაძლებლობები გარდაიქმნა დადებით , პოზიტიურ უნარებად , მაგალითად ზედმეტად ცნობისმოყვარე მოსწავლეს დაევალა პარალელ კლასებში მონაცემების შეგროვება დაშემდეგ მისი დამუშავება და პრეზენტაცია, ხოლო მოსწავლეს რომელსაც განსაკუთრებული მიდრეკილევბა აქვს დაჭრას და დააზიანოს საგნები, მას დაევალა ხილის და ბოსტნეულის დაჭრა – გაფორმება საპრეზენტაციოდ და ა. შ.