„პინოქიოს თავგადასავალი“
2016 წლის 22 დეკემბერს სსიპ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის II-3 კლასში (მასწავლებელი თამილა სვანაძე ) საგაკვეთილო თემის შესაბამისად გაიმართა ანიმაციური ფილმის „პინოქიოს თავგადასავალი“ ჩვენება. მანამდე,მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები იტალიელი მწერლის,კარლო კოლოდის,შესახებ, განასხვავეს ერთმანეთისგანხალხური და ლიტერატურული ზღაპარი.G-Pried პროექტის მიხედვით,გაწაფული კითხვის დასაუფლებლად,მასწავლებელის გარდა, მოდელის როლი შეასრულა კითხვაში გაწაფულმა მოსწავლემ,ასევე,მასწავლებელმა გამოიყენა მეთოდი კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით,მოასმენინა მსახიობის მიერ წაკითხული შესაბამისი ნაწყვეტი ზღაპრიდან.მოსწავლეები თან უსმენდნენ,თანთვალს აყოლებდნენ წიგნს. იპოვეს განსხვავება თავიანთ სახელმძღვანელოში მოცემულ ნაწყვეტსა და მოსმენილს შორის. მოპოვებულ დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურაში დაათვალიერეს ილუსტრაციები,ტექსტზე იმუშავეს ჯგუფურად, გონებრივი იერიშის საშუალებით დაახასიათეს მოქმედი გმირები,შექმნეს გრაფიკული სქემა-გონივრული რუკა, შეავსეს T დიაგრამა: დაახარისხეს რა მოეწონათ,რა არ მოეწონათ.ისაუბრეს,შეაფასეს და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება მოქმედი გმირების ქცევისადმი,ბარბარე ბარდაველიძის მშობლის დახმარებით შექმნეს კონტურული ნახატები, ჯგუფებში თვითონ შეარჩიეს ფერები, გააფერადესდა ეპიზოდებს დაარქვეს სახელები.შესაბამისი გარემოს შექმნის შემდეგგაიმართა ფილმის ჩვენება. მოსწავლეები ინტერესით უყურებდნენ ფილმს, გამოხატავდნენ ემოციებს. აღნიშნეს,რომ თავითეატრში ეგონათ. მოსმენილმა და ნანახმა კიდევ უფრო დააინტერესა ბავშვები, მათ გამოთქვეს სურვილი მთლიანად წაიკითხოს წიგნი.