ხელნაწერი წიგნი ,, ვეფხისტყაოსანი”
დღეს 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ნინი გაბუნიას,ანა შარვაშიძეს,ქრისტინე ბაღდავაძეს,დესპინე ჩემინავას,ანრი არქანიას, ლიკა ხინგავასა ,ანი კილაძეს და ხელოვნების მასწავლებელ გრიგოლ ყურაშვილს საჩუქრად გადაეცათ ხელნაწერი წიგნი ,, ვეფხისტყაოსანი”, რომელიც შეიქმნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,სპორტის,გაბათლებისა და ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით. ,,ვეფხისტყაოსნის” ხელით გადაწერაში მონაწილეობა მიიღეს სახვადასხავ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,მასწავლებლებმა და დირექტორებმა. სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ხელით გადაწერილი იქნა ხუთი თავი,, წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი პირველი” ,, წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა” ,, ნესტანისაგან ტარიელის ხმობა”, წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი”,, ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა”პროექტი განხორციელდა 2016 წლის იუნესკოს მიერ შოთა რუსთაველის წლად გამოცხადების საფუძველზე.