ჩევენ ვეხმარებთ თემურს ! <3 <3 <3 ძალა ერთობაშია!
ძვირფასო მეგობრებო, ეს ყმაწვილი თემურ ბუაძე ჩვენი სკოლის მერვე პირველი კლასის წარჩინებული მოსწავლეა, სამწუხაროდ მწვავე პერიტონიტის გამო გადაყვანილია დისტანციურ სწავლებაზე, მას ჩაუტარდა ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაცია, პროცესი მიმდინარეობდა ნაწლავთა განგრენით, რის გამოც თემურს ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია.თემურის და მისის ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლის დირექციის მხარდაჭერით 2016 წლის პირველი დეკებრიდან 27 დეკემბრამდე აცხადებს საშობაო საქველმოქმედო აქციებს, თითოეულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ღირებულება შეადგენს 1 ლარს, აქვე წარმოგიდგენთ საშობაო საქველმოქმედო ღონისძიებების განრიგს
1. 01.12.2016 – „საშობაო ზრაპარი“14სთ (IX1 კლასი კლასის ხელმძღვანელი თამარ სანაია)
2. 06.12.2016 – საესტრადო კონცერტი14სთ (ხელმძრვანელი თამილა ჩეპელევა)
3. 15.12.2016 – ფოლკლორის საღამო14სთ (ხელმძრვანელი თამილა ჩეპელევა)
4. 19.12.2016 – კლასიკური მუსიკის საღამო14სთ ( ხელმძრვანელი თამილა ჩეპელევა, ნუნუ
სეხნიაშვილი)
5. 23.12.2016 – საშობაო გერმანულ- ფრანგული საღამო 14სთ(ხელმძღვანელი გერმანული ენის პედაგოგი
ვალიდა ურთმელიძე ფრანგული ენის პედაგოგი ნათია ბუხაიძე)
6. 27.12.2016 – 14სთდასკვნითი საშობაო საღამო