2016 წლის 3 დეკემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 სკოლის მეოთხე კლასელი ფრანკოფონები სტუმრად იმყოფებოდნენ გასართობ ცენტრ „დაჩიში“, ერთობლივი საჩუქარი ბავშვებს სკოლის დირექციამ და გასართობი ცენტრის ადმინისტრაციამ გაუკეთა. ფრანკოფონები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ბევრი იმხიარულეს, იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს სხვადასხვა თამაშები და გაატარეს ძალიან სასიამოვნო დღე.