„საშობაო ამბავი“
2016 წლის 29 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა თემოს დასახმარებლად საქველმოქმედო აქციების დასკვნითი საღამო, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „საშობაო ამბავი“ ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლი წარმოადგინა მე-9 პირველმა კლასმა დამრიგებელი თამარ სანაია რეჟისორი ნიკოლოზ ჯანგავაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერი ბატონი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით დვალი, მოადგილე ბატონი ბექა ყანჩელი, ნიკეას მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გია რევიშვილი, რომლებმაც თავიანთი დიდი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო აქციაში. სულ შემოწირულობამ შეადგინა ( დაახლოებით 2000ლარი)1430 ლარი, 150 დოლარი და 50 ევრო. დღესვე სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია და დამრიგებელი ბელა გელხვიიძე ესტუმრნენ თემურს და მის ოჯახს გადასცეს თანხა , ასევე მათ მერიის მიერ გადაეცათ საახალწლო სურსათის ტალონები. მერიის თანადგომით თემურის მეორე ოპერაცია იქნება მათ მიერ მხარდაჭერილი.