2016 წლის 28 დეკემბერს სსიპ ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში შედგა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სხდომა. სადაც გეოგრაფიის მასწავლებელმა მაკა ბარაბაძემ წარმოადგინა სტემის ტრეინინგის პრეზენტაცია. თემაზე ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლების გაცნობა’’ .
შეხვედრაზე მოსწავლეებმა კათედრის წევრებს გააცნო თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებას.
პედაგოგები გაეცვნენ კვლევის მეთოდებს და აღწერეს თითოელი მათგანი ასევე დიფერენცირებული თეორიის რამოდენიმე ასპექტი, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს მათ სასწავლომ პროცესში, რათა მოსწავლეებს ხელი შეუწყოთ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულ წვდომას და მის პრაქტიკაში გამოყენებას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები, საბუნებისმეტყველო კათედრის წევრი მანანა ქაშაკაშვილი და სკოლის დირექტორი.