2016 წლის 15 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-2-4 კლასში (დამრიგებელი თამარ გოგატაძე), მოეწყო ახალი პროექტის „სადამრიგებლო საათი მშობლებთან ერთად“ რიგით მე-4, მე-5 შეხვედრა. აღნიშნული პროექტი ემსახურება სასწავლო პროცესსჰი მშობელთა ჩართულობას, გულისხმობს მშობლისა და მასწავლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და მისი მიზანია გააერთიანოს მშობელი და მასწავლებელი, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების და სოციალური ქცევის გაუმჯობესებას.
პროექტი გრძელვადიანია. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: 6 ჯგუფად განაწილებულ მშობლებს ლოტოტრონის წესით დაურიგდათ წინასწარ შერჩეული თემები (,,ჩემი ოჯახი“ , ,,რა მწყინს რა მიხარია ‘’ , ,,ჩვენი ღირსეული წინაპრები’’ , და ს.შ) თითოეულლი ჯგუფი ყოველკვირეულად წარმოადგენს მოცემულ თემაზე დამუშავებულ პროექტს შვილებთან ერთად .
თემის „რისი მეშინია?“ პრეზენტაციის წარმოდგენა წილად ხვდა კლასის მშობელს თეონა გეგუჩაძეს, მეტად საინტერესოდ ისაუბრა შიშის რაობაზე, სახეებზე. გამომწვევ მიზეზებზე… მშობლებმა და ბავშვებმა, დამრიგებელთან ერთად გულახდილად ისაუბრეს საკუთარ შიშებზე…მათგან თავის დაღწევის გზებზე. მრვალფეროვანი აქივობებით, რომლებშიც მშობლები და ბავშვები ერთობლივად იყვნენ ჩართულნი,დარწმუნდნენ, რომ შიში არც თუ ისე უსარგებლო ემოციაა…მთავარია ვისწავლოთ მისი სწორად მართვა…
მეორე თემა სათაურით „მე მიყვარს…“ წარადგინა ამავე კლასის მშობელმა დიანა ჯოჯუამ. თემა მეტად შთამბეჭდავად და მრავაკფეროვნად იქნა წარმოდგენილი სათაურიდან გამომდინარე. აღინიშნა რომ „სიყვარული უნდა იყოს ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდე… სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელია… ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილი…“