„საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“
სსიპ ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის II-5კლასში (დამრიგებელი: ეკა მეძმარიაშვილი) 23 დეკემბერს მოეწყო პრეზენტაცია თემაზე: „საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.“ აქტივობა მიზნად ისახავდა თითოეული მოსწავლე გაცნობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს, ასევე თანამშრომლობითი უნარის განვითარებას და მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.
აქტივობა დაიგეგმა ორი კვირით ადრე, ჯგუფებად დაყოფილ კლასს დაურიგდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელები და დავალებები: მოეძიათ ინფორმაცია მოცემული კუთხის საახალწლო ტრადიციებზე. ჯგუფურ მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც. ტრადიციები ძალიან საინტერესოდ იქნა წარდგენილი ჯგუფების მიერ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეულ ჯგუფს სურვილისამებრ მომზადებული ჰქონდათ საახალწლო ლექსები. კლასს სტუმრის სტატუსით მოწვეული ჰყვადა ახალ დამეგობრებული 24 კლასი, სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად ხალისიანად გაართვეს თავი სახალისო აქტივობას „პატარა დიზაინერები“ და საკმაოდ კრეატიულად მორთეს ქაღალდის ნაძვის ხეები. დედიკოებმა პასუხი გასცეს „შეკითხვების ყუთში“ დაგროვილ შვილების შეკითხვებს, რომლებიც მეტად ორიგინალობითა და კრეატიულობით გამოირჩეოდა. პრეზენტაცია მეტად ხალისიანად და ემოციურად წარიმართა საახალწლო მუსიკის ფონზე.