2016 წლის 16 ნოემბერს სსიპ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის II-3 კლასში ჩატარდა გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე: „რისთვის სჭირდება მცენარეს თესლი?“
(დამრიგებელი: თამილა სვანაძე).
გაკვეთილის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ საუბარი მცენარეთა თესლით გამრავლების შესახებ, შეასრულონ პრაქტიკული სამუშაო , აწარმოონ დაკვირვების დღიური.
მოსწავლეებმა წინასწარ შეაგროვეს საჭირო რესურსი: პლასტიკატის ჭიქები,ხის ჩხირები,მცენარეთა თესლები (ლობიოს,სიმინდის,ხორბლის,გოგრის,კიტრის,ქინძის),ფხვიერი,მშრალი მიწა,წყალი.
პრაქტიკული სამუშაო: მოსწავლეებმა ერთჯერად ჭიქებში ჩაყარეს მიწა, ხის ჩხირით გააკეთეს ღრმული,ჩააგდეს თესლი,დაფარეს მიწით,მორწყეს, დაალაგეს ფანჯრის რაფაზე ნათელ,მზიან ადგილზე. (ერთი ქილა მოათავსევ ბნელ ადგილზე (შემდგომ შესადარებლად).
დაკვირვება მიმდინარეობდა 2 კვირის მანძილზე. მოსწავლეები ინტერესით ადევნებდნენ თვალს როგორ გამოიღო თესლმა პირველი ყლორტი(აღმონაცენი), როგორ დაფესვიანდა,როგორი ფერის ღერო და ფოთოლი განუვითარდა,რომელი მცენარის თესლი აღმოცენდა პირველად და აწარმოებდნენ აღრიცხვას.
2016 წლის 5 დეკემბერს გამოიტანეს დასკვნა: მცენარის თესლს ზრდა-განვითარებისთვის სჭირდება გაფხვიერებული ნიადაგი, წყალი,მზე,სინათლე,სითბო.

15370196_1208368835917592_6530095475660716579_o 15235486_1208368875917588_3384294770001170100_o