2016 წლის 28 დეკემბერს სსიპ.ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 4-2 კლასში ( კლასის ხელმძღვანელი ი.შავგულიძე) ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე: ,,ახალი წელი ამერ-იმერში“. პროექტი გრძელვადიანი იყო. ბავშვებმა მოიარეს თავიანთი კუთხეები, მოიძიეს ინფორმაციები საახალწლო ტრადიციების შესახებ, წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც. მასწავლებელმა სხვადასხვა სახალისო აქტივობების გამოყენებით, მუსიკალური ნომრებით, მშობლებს, მასწავლებლებს და მოწვეულ სტუმრებს წინასადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. ღონისძიებ ის დასასრულს თოვლის პაპამ ახალი წელი მიულოცა ბავშვებს და სკოლის დირექტორს.