მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
2016 წლის 17 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში STEM-ის ფარგლებში ჩატარდა მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და ამავე სკოლის STEM-ის ფასილიტატორი თეა ბარდაველიძე,სამუშაო ჯგუფის მონაწილეები იყვნენ ქუთაისის მე-10, მე-11,მე-14,მე-15, მე-16,მე-17, მე-19 და ჟიული შარტავას სახელობის მე-6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში.შეხვედრა გაიმართა ,, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების” ფარგლებში, პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.