„სტუმრად წიგნებთან“
2016 წლის 14 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის II-4 და II-5კლასები, (დამრიგებლები თამარ გოგატაძე და ეკა მეძმაიაშვილი), ახალი პროექტის, „სტუმრად წიგნებთან“ ,ფარგლებში, ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას.
პროექტის ამოცანაა, მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში სტუმრობით გაითავისონ იქაური გარემო. გაეცნონ ბიბლიოთეკის ფუნქციას, გამოიმუშავონ ბიბლიოთეკაში ქცევის წესები, გაეცნონ პროფესიას „ბიბლიოთეკარი“ თავისი მოვალეობებით, დაინტერესდნენ სამომავლოდ იმ მასალით, რომელიც ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას გააჩნია, განუვითარდეთ კითხვის კულტურა და შეიყვარონ წიგნი. ასევე განუვითრდეთ თანამშრომლობითი უნარი.
აქტივობამ მეტად ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. კლასები გაეცვნენ ერთმანეთს. მოუსმინეს ბიბლიოთეკარს და ჩაერთვნენ დისკუსიაში, სადაც საინტერესოდ იმსჯელეს სხვადასხვა თემებზე , წიგნთან დაკავშირებით. ერთმანეთს გაეჯიბრნენ კითხვაში. ისაუბრეს და წაიკითხეს გამონათქვამები და ლექსები წიგნებზე, გამოიცნეს გამოცანები. მოისმინეს G-PRIED-ის უცხო ტექსტი და გამართეს მსჯელობა/დისკუსია ტექსტის გარშემო. შეავსეს შთაბეჭდილებების წიგნი და G-PRIED-ის აქტივობის ფურცელი. გააკეთეს მათ მიერ შექმნილი პატარა წიგნების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი პირველი მოთხრობა“. რისთვისაც მზია დეიდასგან დაიმსახურეს სამახსოვრო საჩუქრები.