„ლეონარდო და ვინჩი“
2016 წლის 11 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ნორჩ გამომგონებელთა კლუბმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, რომელიც 11 საათიდან, თიბისი გალერეაში გაიმართა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა
კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი 42 განაცხადიდან კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეულია 26 ნამუშევარი, რომლებიც გამოფენილია თიბისი ბანკში. გამოფენის პარალელურად, ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები პროექტების შესახებ. საკონკურსო კომისია გამოავლენს გამარჯვებულებსა და სპეციალური პრიზების მფლობელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ 2010 წლიდან უწევს ადმინისტრირებას მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს.
პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.
გთხოვთ, გვეწვიოთ და ჩვენთან ერთად უგუშემატკივროთ მოსწავლე გამომგონებლებს!