2016 წლის 21 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ეწვია ამავე სკოლის კურსდამთავრებული და შემდეგ ამავე სკოლის მასწავლებელი მარინა წიქორაძე რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებული წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლას. სკოლა დაარსდა 2007 წლის 25 დეკემბერს დასავლეთ ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამისა და არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის ლოცვა კურთხევით. აღსანიშნავია რომ ამჟამად მსოფლიო ემიგრაციის სივრცეში სკოლა არის ერთადერთი რომელსაც გააჩნია 9 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და რომელიც გამოირჩევა მრავალრიცხოვანი მოსწავლეთა კონტიგენტით. სკოლას ყავს მოსამზადებელი ჯგუფი სამივე საფეხურზე სადაც ისწავლება მშობლიური ენა და ლიტერატურა, მუსიკა, მეტყველების კულტურა, ისტორია, გეოგრაფია და ა.შ. ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვის ადა სიმღერის სამი ანსამბლი. 2016 წლის 17-18 ნოემბერს თბილისში გამართულ კონფერენციაზე “ქართული დიასპორა, დღევანდელობა და გამოწვევები” მოხსენებით გამოვიდა ქალბატონი მარინე რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სკოლა და ისაუბრა სკოლის პრობლემებსა და მიღწევებზე. მე-17 საჯარო სკოლასთან დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
ქალბატონი მარინე სკოლაში შეხვდა მის ყოფილ მოსწავლეებს რომლებიც ამჟამად მე-11 კლასში აგრძელებენ სწავლას, შეხვედრა იყო მეტად ამაღელვებელი და ემოციური.