2016 წლის 15 ნოემრბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-2-4 კლასში(დამრიგებელი თამარ გოგატაძე), მოეწყო ახალი პროექტის „სადამრიგებლო საათი მშობლებთან ერთად“ რიგით მე-4 შეხვედრა. აღნიშნული პროექტი ემსახურება სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას, გულისხმობს მშობლისა და მასწავლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და მისი მიზანია გააერთიანოს მშობელი და მასწავლებელი, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების და სოციალური ქცევის გაუმჯობესებას.
პროექტი გრძელვადიანია. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: 6 ჯგუფად განაწილებულ მშობლებს ლოტოტრონის წესით დაურიგდათ წინასწარ შერჩეული თემები (,,ჩემი ოჯახი“ , ,,რა მწყინს რა მიხარია ‘’ , ,,ჩვენი ღირსეული წინაპრები’’ , და ა.შ) თითოეულლი ჯგუფი ყოველკვირეულად წარმოადგენს მოცემულ თემაზე დამუშავებულ პროექტს შვილებთან ერთად .
თემის ,,ჩემი სკოლა ’’ პრეზენტაციის წარმოდგენა წილად ხვდათ მშობლებს მილანა ბესტაევას და მაკა გოგიშვილს . მათ ისაუბრეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 სკოლის ასწლოვან ისტორიაზე, ტრადიციებზე , მიღწევებზე…ისაუბრეს სკოლაზე, როგორც ერთიან ოჯახზე, სადაც ყველა ინდივიდუალური და თანასწორია, თუმცა თითოეულს გააჩნია ვალდებულებები . ისაუბრეს მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის როლზე. მრვალფეროვანი აქივობებით, რომლებშიც მშობლები და ბავშვები ერთობლივად იყვნენ ჩართულნი , მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი და საერთო ინტერესები , წარმატებები და სურვილები. კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ , რომ სკოლა ერთიანი, მოგობრული და აქტიური ორგანიზმია, რომლის წარმატებაც ძირითადად დამოკიდებულია ერთიანობასა, მუდმივ თანამშრომლობასა და თავდაუზოგავ შრომაზე.

15107453_1186848094736333_5111988905110169020_n     15078520_1186848098069666_8045108232444021305_n