2016 წლის 17 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 5-1 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნათია დენოსაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზა მებურიშვილი) განახორციელეს პროექტი: “ვკითხულობთ კლასიკოსებს”, რომელიც მიეძღვნა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს. მოსწავლეებმა შექმნეს დიდი პოეტის ცხოვრების ამსახველი პოსტერები და ლიტერატურული კომპოზიციით: “შენ უკვდავების ხარ ბინადარი” გააცოცხლეს მისი ლექსები. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექტორი, პედაგოგები და მშობლები.