დაჯილდოება
2016 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა იმ,მოსწავლეთა ლეპტოპებით დაჯილდოების ცერემონიალი,რომლებმაც 2015-2016 სასწავლო წელს წარმატებით დაამთავრეს საჯარო სკოლის საბაზო საფეხური, 155 ქუთაისელ მოსწავლეს საჩუქრები გადასცეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა სიმონიამ და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ვაშაკიძემ.სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის გამორჩეულ ათ მოსწავლეს, მათ პედაგოგებს და მშობლებს