![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/1.jpg)
“საშობაო ამბავი”
2016 წლის 10 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში “სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის” ფარგლებში 9-1 კლასის (დამრიგებელი თამარ სანაია) მოსწავლეებმა სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი რომელიც დაიდგა ვაჟა ფშაველას მოთხრობის “საშობაო ამბავი”-ს მიხედვით. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ვაჟას ნაფიქრ-ნააზრები სახარებისეული ჭეშმარიტების შესახებ: ჩვენშია ღმერთი, ღმერთი სიყვარულია, გავხსნათ გულის კარები და შემოვუშვათ ის ყველასა და ყველაფრის მხსნელი.