2016 წლის 3 ნოემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 2-4 კლასში (დამრიგებელი თამარ გოგატაძე), მოეწყო ახალი პროექტის „სადამრიგებლო საათი მშობლებთან ერთად“,რიგით მესამე შეხვედრა…აღნიშნული პროექტი ემსახურება სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას, გულისხმობს მშობლისა და მასწავლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და მისი მიზანია გააერთიანოს მშობელი და მასწავლებელი, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების და სოციალური ქცევის გაუმჯობესებას.
პროექტი გრძელვადიანია. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ჯგუფებად განაწილებულ მშობლებს ლოტოტრონის წესით დაურიგდათ წინასწარ შერჩეული თემები (,,ჩემი ოჯახი“ , ,,რა მწყინს რა მიხარია ‘’ , ,,ჩვენი ღირსეული წინაპრები’’ , და ს.შ) თითოეულლი ჯგუფი ყოველკვირეულად წარმოადგენს მოცემულ თემაზე დამუსავებულ პროექტს შვილებთან ერთად .
ამჯერად კლასში მოეწყო პრეზენტაცია თემისა ,,პროფესიები’’. „ექიმებმა“, „ეკონომისტებმა“, „ მკერავ- კონსტრუქტორებმა“,“სტილისტმა“,:დირიჟორმა“, „ლიტერატორმა“,“მასწავლებელმა“, „დიასახლლისებმა“, საოცარი სიცხადით, დიდი სიყვარულით და მაღალი ოსტატობით ძალზედ საინტერესოდ და კრეატიულად(სახალისო აქტივობებისა და ენერჯაიზერების დახმარებით) წარმოადგინეს საკუთარი პროფესიები. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მშობლების ნაამბობი. კლასი და დამსწრე სტუმრები მრავალფეროვანი აქტივობებით კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ,რომ „ყველა პროფესია ღირსეულია, ყველა პროფესია საჭირო და დასაფასებელია, ყველა, რომელიც ემსახურება მომავალს“… რომ აუცილებელია ყველა ადამიანი ემსახუროს საყვარელ პროფესიას,სხვისი ძალდატანების გარეშე არჩეულს,ემსახუროს უანგაროდ, გულწრფელად, დიდი სიყვარულით.რიგით მეოთხე შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.

14591666_1173793439375132_2089968689437258706_n     14732148_1173793509375125_1312584664635704806_n