2016 წლის 31 ოქტომბერს, სსიპ ქ. ქუთაისის მე-2-4 კლასში(დამრიგებელი თამარ გოგატაძე), მოეწყო ახალი პროექტის „სადამრიგებლო საათი მშობლებთან ერთად“, რიგით მეორე შეხვედრა … აღნიშნული პროექტი ემსახურება სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას, გულისხმობს მშობლისა და მასწავლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და მისი მიზანია გააერთიანოს მშობელი და მასწავლებელი, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების და სოციალური ქცევის გაუმჯობესებას.
პროექტი გრძელვადიანია. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: 6 ჯგუფად განაწილებულ მშობლებს ლოტოტრონის წესით დაურიგდათ წინასწარ შერჩეული თემები (,,ჩემი ოჯახი“ , ,,რა მწყინს რა მიხარია ‘’ , ,,ჩვენი ღირსეული წინაპრები’’ , და ს.შ) თითოეულლი ჯგუფი ყოველკვირეულად წარმოადგენს მოცემულ თემაზე დამუსავებულ პროექტს შვილებთან ერთად .
თემა ,,ჩვენი ღირსეული წინაპრები’’ წარადგინეს მშობლებმა: ცირა ანდრიაძემ და ელისო გეგეშიძემ.ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მშობლების მიერ ნაამბობი საგმირო ამბები საქართველოს ისტორიიდან.კლასი და დამსწრე სტუმრები მრავალფეროვანი აქტივობებით კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ,რომ საქართველო საოცარი ტრადიციებისა და ღირებულებების და თავდადებული,ღირსეული გმირების ქვეყანაა.რიგით მესამე შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.

14633059_1172050482882761_1023193404906635176_n                  14915543_1172050529549423_8447514701909853833_n