,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი”
2016 წლის 7 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა კონცერტი ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი”. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ესტრადის მომღერალმა ვერონიკა აფრიდონიძემ და სკოლის მოსწავლეებმა , შესრულდა ქართული ესტრადის პოპულარული სიმღერები , იუმორისტული სკეტჩი, ხალხური სიმღერები და ცეკვები .კონცერტის მონაწილეებმა საზოგადოებას მოუწოდეს ყოველი დღე დაიწყონ ღიმილით. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ სკოლის მუსიკის მასწავლებელი თამარ ჯავახაძე- ჩეპელევა.