პირველკლასელთა მე-17 სკოლელებად კურთხევა
2016 წლის 4 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა მე-17 სკოლელებად კურთხევა. ამ ტრადიციულ ცერემონიალზე სკოლის 2016-2017 წლის მე-12 კლასელებმა საზეიმოდ გადასცეს პირველკლასელებს მათი მთავარი ფასეულობები და ღირებულებები. პედაგოგებმა მიულოცეს პირველკლასელებს ცხოვრების ახალი ეტაპი და აანთეს პირველკლასელთა თეთრი ცოდნის სანთლები. მასწალვებლებს პროფესიული დღესასწაული და პირველკლასელებს პირველკლასელობა მიულოცეს სკოლის დირექტორმა, სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა მამა ამირანმა, სკოლის კურსდამთავრებულმა სერაფიმ საროველის სახელობის კლინიკის ფსიქოთერაპევტმა გია მოშიაშვილმა რომელმაც სკოლის ბიბლიოთეკას სამახსოვროდ გადასცა ლექსების კრებული, მერის წარმომადგენელმა გია რევიშვილმა, სკოლის მე-12 კლასელებმა და პედაგოგებმა.