2016 წლის 6 ივნისს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III-3 კლასის (დამრიგებელი მაკა ლაღაძე) მოსწავლეთა მონაწილეობით, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში მოეწყო თეატრალური კომპოზიცია `ზაფხულის მხატვრები (სცენარის ავტორი და რეჟისორი ელისო კვიჟინაძე; დამდგმელი რეჟისორი თამარ საღინაძე).


სცენარის მიხედვით, გოგონები წარმოადგენდნენ სახატავ ფერებს მხატვრის პალიტრაზე, ხოლო ვაჟები მხატვრებს, მწერალს, დირიჟორს… თითოეული ფერი გამოხატავდა თავის როლს, ფუნქციას ზოგადად ბუნებაში.
მონაწილეებმა წარმატებით გაართვეს თავი მეტყველების კულტურასა და სასცენო მოძრაობების ხელოვნებას.
ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკურმა გარემომ კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ფერადი და მხიარული ღონისძიება.