,,მულტიმედიური აქტივობების შექმნა და ონლაინ პლატფორმაზე განთავსება”
2016 წლის 21-22 მაისს თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი ,,მულტიმედიური აქტივობების შექმნა და ონლაინ პლატფორმაზე განთავსება”, რომელსაც ესწრებოდა სსიპ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი, ნათია ბუხაიძე.
ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ, მას უძღვებოდა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ფრანგული ენის მასწავლებელი მირანდა ლომიძე. ტრენინგში მონაწილეობდნენ ფრანგული ენის პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შექმნილი საკონკურსო ონლაინ აქტივობა, გამოვლინდება 2 გამარჯვებული, რომლებიც მოიპოვებენ სტიპენდიას ივლისის თვეში პედაგოგიური სტაჟირებისთვის ნიცაში.