2016 წლის 7 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PRIED -ის ფარგლებში განხორციელდა სასკოლო ვიზიტი.

ჩატარდა მათემატიკის ხუთი საჩვენებელი გაკვეთილი პედაგოგების: თამარ გოგატაძე, მაკა კამლაძე, ხათუნა გუმბერიძე, ლეილა ბარბაქაძე და ბელა გელხვიიძის მიერ, გაკვეთილებს ესწრებოდნენ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PRIED-ის ტრენერი ბატონი იაგორ ბალანჩივაძე და სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა სადაც მონაწილეობდნენ I-VI კლასის მათემატიკის მასწავლებლები. შეხვედრაზე განხილული იქნა სადიაგნოსტიკო ტესტირების შედეგები.