ფეოდალური ხანის საქართველო
2016 წლის 14 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სოლის მეათე პირველი და მეათე მეორე კლასის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის ხათუნა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, მუსიკის მასწავლებელ ნუნუ სეხნიაშვილთან, მანანა ძიგვაშვილთან , მანანა სოხაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება , ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლთან გეგუთის სასახლის ნანგრევებთან.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს თამარ მეფის დროინდელი ეპოქა, ისტორიული დოკუმენტების განხილვითა და საეკლესიო საგალობლების შესრულებით გაამდიდრეს ღონისძიების მსვლელობა.ღონისძიებას ესწრებოდნენ აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის კათედრის პროფესორ მასწავლებლები: მერაბ ჭუმბურიძე, როლანდ ისაკაძე, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, უცხოელი სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა